მედია - ვასილ მალიუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი თანამდებობის დატოვებას დათანხმდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შაბათს, პრეზიდენტთან შეხვედრაზე, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და საგარეო დაზვერვის სამსახურში ან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში გადასვლაზე.

მალიუკმა თავისი პოზიცია გაამართლა იმით, რომ ბოლო ეტაპზე ჰქონდა „ობობას ქსელის“-ის მასშტაბის რამდენიმე ოპერაცია და მათი ახლავე მიტოვება დანაშაული იქნებოდა.

თუმცა, მისი თქმით, თუ პრეზიდენტს ასეთი მოთხოვნა ჰქონდა, მაშინ მას საკითხი უმაღლესი რადასთვის უნდა გადაეცა და გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებდა. უკრაინული მედიის ცნობით, ბევრ დეპუტატს მალიუკის მიმართ ასეთი პროცედურის გამოყენებაზე საზოგადოების რეაქციის შიში აქვს, რადგან მას საზოგადოება ძირითადად მხოლოდ საზღვაო დრონების შემქმნელად, ყირიმის ხიდის დაბომბვისა და ოპერაცია „ობობას ქსელის“ ავტორად აღიქვამს.

უკრაინული მედია წერს, რომ ზელენსკი აღაშფოთა გენერალ მალიუკის უარმა და დაიმუქრა, რომ მალიუკს თანამდებობიდან გადააყენებდა, თუ ის ნებაყოფლობით არ გადადგებოდა. მალიუკის გუნდი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შურისძიება მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკის მიმართ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის გამო.

უკრაინული მედია წერს, რომ მალიუკმა ჩათვალა, რომ პრეზიდენტთან კონფლიქტის ესკალაცია სახელმწიფოს ზიანს მიაყენებდა და ის თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა. გათავისუფლების დრო და წესი, რაც რადას მხრიდან კენჭისყრას მოითხოვს, უახლოეს მომავალში გადაწყდება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა