გიორგი სიორიძე - ერთი თვე გავიდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან და საზოგადოებას არანაირი პასუხი არ აქვს ქიმიური მოწამვლის საქმეზე - ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას

ერთი თვე გავიდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან და საზოგადოებას არანაირი პასუხი არ აქვს ქიმიური მოწამვლის საქმეზე - ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ მისი დამალვა იყო.

„სუს-მა ჩაატარა სამარცხვინო სპექტაკლი, 5-დღიანი ე.წ. გამოძიება და, ბუნებრივია, ჩვენ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, იმიტომ რომ მათი მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიმართლის დაფარვა იყო. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, რომლის საერთაშორისო ინსტრუმენტები არსებობს როგორც გაეროს, ასევე PACE-ს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დონეებზე და მხოლოდ ასეთ გამოძიებას ვენდობით ჩვენ, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია სახელმწიფო დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა აგოს „ქართულმა ოცნებამ“ და უნდა გავიგოთ რეალურად თუ რით მოგვწამლეს გასული წლის დეკემბერში.“- განაცხადა სიორიძემ.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ “მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს