არჩილ გორდულაძე - არარეალურ ფასებს, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ ამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სათანადო პასუხი სჭირდება - თუ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, პარლამენტი არც ამაზე დაიხევს უკან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის არჩილ გორდულაძის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კომისია პარლამენტშიც შეიქმნება.

გორდულაძის თქმით, თუ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, „პარლამენტი არც ამაზე დაიხევს უკან“.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, სურსათზე არსებული ფასები საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რასაც სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

„ამ გამოწვევის გადასაჭრელად პრემიერ-მინისტრს ინიციატივა აქვს, რასაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს.

როგორც მთავრობის - აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმატში, ისე საპარლამენტო ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება. შესაბამისი კომისია შეიქმნება, რათა არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს. არარეალურ ფასებს, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ ამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სათანადო პასუხი სჭირდება.

თუ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, პარლამენტი არც ამაზე დაიხევს უკან. ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება მზად, მოსახლეობის საჭიროებებს მყისიერად უპასუხოს. მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეული ადამიანის ყოფით საკითხებზე ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს