ლევან მაჭავარიანი - მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ვერ შეიძენდა ბინას, უტრირებულია - ხელმისაწვდომია ქართველებისთვისაც, ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან ანალოგიურ ფასებში იყიდება

ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას.

მაჭავარიანის განცხადებით, „მითები არაბიზაციასთან დაკავშირებით უტრირებულია“, რამდენადაც ბინის საშუალო საბაზრო ღირებულება 2 000 $, რაც შესაძლებელს ხდის ქართველებისთვისაც ბინის შეძენას, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი დეველოპერებიც ანალოგიურ ფასებში ყიდიან ბინებს.

„ნებისმიერი ისტერიკა, რასაც ჩვენ რადიკალების მხრიდან ვუყურებთ, იქნება ეს „გამჭვირვალობის კანონი“, უპრეცედენტო ინვესტიცია, განათლების რეფორმა, თუ ფასების დაწევა სასურსათო პროდუქტზე, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის და ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს, რადიკალური ოპოზიცია ისტერიკას ტეხავს და ეს, რა თქმა უნდა, ინდიკატორია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ესე იგი ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი კარგად არის. კონკრეტულად, Eagle Hills-თან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, ეს იქნება სიგნალი და ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო და მიბაძავენ Eagle Hills-ს სხვა მსხვილი კომპანიებიც, ხოლო, რაც შეეხება მითებს არაბიზაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისეთი ფასი იქნებოდა უშუალოდ ბინაზე, რომ ქართველი ვერ შეიძენდა და მხოლოდ არაბები მოახერხებდნენ შეძენას, ესეც ყველაფერი უტრირებულია. ჩვეულებრივი, საშუალო საბაზრო ფასი 2 000 $, რაც უკვე დაანონსებული აქვს Eagle Hills-ს დაიწყო გაყიდვები და რა თქმა უნდა, ეს ხელმისაწვდომი არის ქართველი ბინის მყიდველებისთვისაც, ვინაიდან, ანალოგიურ ფასებში იყიდება ბინები ქართული დეველოპერული კომპანიების მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის