არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ

ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ. რა იმედი შეიძლება გვქონდეს ჩვენ, როდესაც მათ უკან დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ ანგრევენ ევროკავშირის ეკონომიკას , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, 2026 წელს ევროკავშირთან ურთიერთებთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს „მოქმედი ბიუროკრატიისგან“ არავითარი მოლოდინი არ აქვს, ხელისუფლება კი მხოლოდ იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება აუცილებელი.

მისივე თქმით, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება.

"ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეკონომიკის რეცესიაა, მოსახლეობის სოციალური დონეც არ იზრდება ისე, როგორც უნდა იზრდებოდეს. ჩვენც, რა თქმა უნდა, არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, მოქმედი არარჩეული ბიუროკრატიისგან, რომლის უკანაც კორუფციული გარიგებების მხილებათა არაერთი კასკადი არსებობს.

ჩვენ მხოლოდ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქართველი ხალხისათვის, საქართველოს თითოეული მოსახლისათვის და ვიქნებით ერთი იდეისა და აზრის გამტარებელი, რომ საქართველოს შესახებ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის