შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა

შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა, - ამის შესახებ განცხადებას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.

შვეიცარიის მთავრობამ ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მასთან დაახლოებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი გაყინა, რომელიც ქვეყანაში ინახებოდა.

„თუ მომავალი სასამართლო პროცესების შედეგად დადგინდება, რომ თანხების მოპოვება უკანონოდ მოხდა, შვეიცარია უზრუნველყოფს იმას, რომ აქტივები ვენესუელის ხალხის საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება ვენესუელის მოქმედი მთავრობის წევრებზე არ გავრცელდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა