გაერო-ში აშშ-ის ელჩი - ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, ეს კანონის აღსრულების ოპერაცია იყო - მადუროს მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა არ ედება ბრალად, ის ასევე, არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი იყო

ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ამ ქვეყნის ოკუპაციას არ ვახდენთ. ეს კანონის აღსრულების ოპერაცია იყო, რომელიც იმ ბრალდებების საფუძველზე განხორციელდა, რომლებიც ათწლეულებია არსებობს“, - განაცხადა უოლცმა.

მისი თქმით, ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დანაშაულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლო პროცესებზე იქნება წარმოდგენილი.

„მადუროს მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობა არ ედება ბრალად. ის ასევე, არალეგიტიმური, ე.წ. პრეზიდენტი იყო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დიპლომატიას შანსი მისცა. მან დეესკალაცია სცადა. მადურომ უარი თქვა“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი