ივანე ჩხაიძე - შემთხვევებს შორის 70% გრიპის ვირუსია, საიდანაც წამყვანია ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი - ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი უკვე იყო, კლინიკებს ყველაზე მაღალი რიცხვისთვის ჯერ არ მიუღწევიათ

ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „მიმართვიანობის კუთხით, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია“.

„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია, ასევე გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70%-ში წამყვანია H3N2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი.

ადრეა ჯერ იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო. თუ გასულ წელს შევადარებთ, არის თუ არა ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მეტი, ვიდრეს გასულ წელს, ჯერ არა, გასულ წელს, თებერვლის თვეში, ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა არის. ჯერ, ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად არის H3N2 ტიპის ვირუსი. ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებს ყველაზე მაღალი ციფრისთვის ჯერ არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, მაჩვენებელი ცოტა მეტია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა