The New York Times - იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ბრძოლის შეწყვეტა კვლავ ნაკლებად სავარაუდოა, ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმისტური ტონი გამაფრთხილებელი ტონით შეიცვალა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივების შეფასების ოპტიმისტური ტონი გამაფრთხილებელი გახდა უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მიმდინარე კონსულტაციების ფონზე. კიევი სულ უფრო მეტად ემზადება იმ სცენარისთვის, რომლის დროსაც მოსკოვი უარს იტყვის ნებისმიერ შეთანხმებაზე, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც The New York Times-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები თითქმის ერთი წელია გრძელდება, შეფერხებებითა და ათობით რაუნდით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამჟამად „90 პროცენტით დასრულებულია“. მისი თქმით, უკრაინა ყოველ წუთს მუშაობს ომის დასასრულებლად.

„თუმცა, ბოლო დღეებში, როდესაც რუსეთის მზადყოფნა, მიიღოს ნებისმიერი შეთანხმება, მოლაპარაკებების ფონზე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ბატონმა ზელენსკიმ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე სკეპტიკური კომენტარები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა ერთდროულად საუბრობს და ემზადება ომის გაგრძელების სცენარისთვის“.

„არ მინდა და არც დაველოდები კიდევ ექვს თვეს იმ იმედით, რომ შესაძლოა ეს გამოვიდეს. არსებობს ორი გზა: პირველი პრიორიტეტი ომის დასრულებაა, მეორე კი მზადყოფნა რუსეთის მხრიდან ნეგატიური ნაბიჯებისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ტერიტორიულ საკითხებსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ატომური ელექტროსადგურის კონტროლზე. კიევმა და ვაშინგტონმა შეიმუშავეს უსაფრთხოების გარანტიების სავარაუდო მონახაზი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება და პროგრესი ნელა ხდება.

გარდა ამისა, რუსეთმა კატეგორიულად უარყო უკრაინული ზოგიერთი წინადადება.

„მესმის, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შედეგებთან, მაგრამ გარკვეულ მომენტში რუსეთმა შეიძლება ყველაფერი დაბლოკოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა