ახალციხის შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა

ახალციხის შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა

სამცხე-ჯავახეთის ყველა მართლმადიდებლური ტაძარი დღეს საზეიმოდაა მორთული - მართლმადიდებლები მაცხოვრის შობას ზეიმობენ.­

ახალციხის შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა.