გია ვოლსკი - კალენდრით არის დადგენილი 7 იანვარი, როდესაც შობას ქვეყნების ნაწილი ზეიმობს და ამ ტრადიციას არ გადავდივართ - სააკაშვილმა ეს კარგად იცის, თუმცა მისთვის მთავარია საზოგადოებაში დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს

სააკაშვილისთვის მთავარია, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავებები და დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის იდეაა, რომ საზოგადოების ახალი ფენა შეიქმნას, რომელიც „დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართული და ტრადიციულია".

„ყველამ კარგად იცის, მათ შორის, სააკაშვილმაც, რომ 7 იანვარი დადგენილია კალენდრით, როდესაც შობას ქვეყნების გარკვეული ნაწილი ზეიმობს და ამ ტრადიციას არ გადავდივართ და არ ვღალატობთ, ჩვენი თვითმყოფადობაა. სავსებით შეგნებითა და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ დღეს. სააკაშვილმა ეს კარგად იცის, თუმცა მისთვის მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავებები და დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, რომ წითელი ხაზები გაივლოს. საზოგადოების გარკვეული ფენის შექმნაა მისი იდეა, რომელიც დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართული და ტრადიციულია. ისევ იმ იდეაზეა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, რომ საზოგადოება ახალი იდეებით შეექმნა, რომელიც ბევრ სხვა ე.წ. ფასეულობაში იქნებოდა გათქვეფილი.

რაც შეეხება პატრიარქის ეპისტოლეს, პატრიარქმა მიუთითა სამწუხარო ფაქტზე და დეფიციტზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას შეექმნა სიყვარულში, ურთიერთდამოკიდებულებაში, როდესაც აგრესიამ დაისადგურა, როდესაც ადამიანები პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე სცოდავენ და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ რაც მთავარია, სერიოზულად გასაანალიზებელი გზავნილია, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთა ბევრი მათგანი ისეთ პოლიტიკურ მორევში გადაეშვა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს.

„დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად - 25 დეკემბერს.

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად - 25 დეკემბერს. „25-სა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო..."

აგერ მე და აგერ თქვენ, თუ ეგრე არ მოხდება“,- აღნიშნული სააკაშვილის გზავნილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის