ვოლოდიმირ ზელენსკი - კვიპროსის პრეზიდენტმა და მე ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ქრისტოდულიდესს შეხვდა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა დაიწყო, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება. ვმუშაობთ, რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად დიდ პროგრესს მივაღწიოთ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დღეს ეს საკითხი კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ქრისტოდულიდესთან განვიხილეთ და პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი მაქვს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, რომელიც ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაგრძელდება.

„მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, რომლებიც ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაგრძელდება. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, დრონების წარმოებასა და მიწოდებაზე, ასევე კვიპროსის მონაწილეობაზე PURL ინიციატივასა და SAFE ინსტრუმენტში. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძლიერი დარჩება“, - წერს ზელენსკი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს