ჯონ ჰილი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-ს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებაში დაეხმარა

დიდი ბრიტანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებაში დაეხმარა, რაც „ჩრდილოვანი საზღვაო აქტივობის“ წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა.

ჰილიმ აღნიშნა, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს ბაზების გამოყენებისა და სამეფო საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების აქტივების განლაგების ნება დართეს აშშ-ის ოპერაციის მხარდასაჭერად, თუმცა გემზე ბრიტანული პერსონალი არ ასულა.

„დიდი ბრიტანეთი არ დარჩება უმოქმედოდ, როდესაც ღია ზღვაში მავნე აქტივობები იზრდება და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ ჩრდილოვანი გემების წინააღმდეგ რეაგირებას და ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჰილიმ.

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გემი „ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტის მზარდი ქსელის“ ნაწილია.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ჩრდილოვან ფლოტს მართავს და მიუთითა ევროპაში „აშკარა საზღვაო აქტივობაზე", რომელსაც რუსეთი უწევს კოორდინაციას.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს