ანტონიო კოშტა - გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ვერაფერი გადაწყდება დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის ან გრენლანდიის გარეშე

ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს - იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, უკრაინასა თუ ღაზაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

„ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ატრიბუტი არ არის - ეს ღირებულებების ერთობაა. ჩვენი კოლექტიური ძალა აყვავებულ ეკონომიკასა და თავდაცვაში ინვესტიციების ზრდაზეა დაფუძნებული - დიახ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია იმ თანმიმდევრულობაზე, რომლითაც ამ ღირებულებებს ვიცავთ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს - იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, უკრაინაში თუ ღაზაში“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის.

„გრენლანდიასთან დაკავშირებით, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით ვერაფერი გადაწყდება დანიის ან გრენლანდიის გარეშე. მათ ევროკავშირის სრული და მყარი მხარდაჭერა და სოლიდარობა აქვთ. ევროპა საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი მმართველობის მტკიცე და ურყევ დამცველად დარჩება“, - აღნიშნა კოშტამ.

მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის აგრესიული ომი, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ წარმოადგენს იმ პრინციპების თამამად დაცვას, რომელსაც იზიარებენ მსოფლიოს ქვეყნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა კოშტამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის