Le Monde - რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა, - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი პარიზში, გუშინ, 7 იანვარს იმყოფებოდა და აშშ-ის საელჩოში უმასპინძლეს.

გამოცემას ელისეის სასახლეში განუცხადეს, რომ დმიტრიევი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ყოფილა.

ცნობისთვის, დმიტრიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 6 იანვარს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა