თაზო დათუნაშვილი - მამუკა ფიფია არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი - ფარცხალაძე ახლა ცდილობს, რომ რუსული ხაზების დამატებითი მიმართულება შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში

„რემბო 2“ გამიგია, „ტერმინატორი 2“ გამიგია, მაგრამ „გეორგიევსკის ტრაქტატი 2“ ნამდვილად არ გამიგია - ეს არის ვირთხების ბრძოლა ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს. ამ ვირთხების ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვირთხა დამარცხდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც ბიზნესმენ მამუკა ფიფიას მიერ საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძე ახლა ცდილობს, რომ რუსული ხაზების დამატებითი მიმართულება შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში.

„რემბო 2“ გამიგია, „ტერმინატორი 2“ გამიგია, მაგრამ „გეორგიევსკის ტრაქტატი 2“ ნამდვილად არ გამიგია. ეს ძალიან კარგად მეტყველებს იმ იდიოტზე, რომელმაც ეს ფრაზა პირველად ახსენა. მამუკა ფიფია არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. მეორეს მხრივ არის ინტელექტუალური ცვედანი და არარაობა, რომელსაც სახლში ალბათ არ ეკითხებიან როდის უნდა გავიდნენ და მივიდნენ. რაც შეეხება იმას, რომ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გააქტიურდა. ეს ერთი მიზეზისთვის გააქტიურდა. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ არის პარტია, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე აფინანსებს. მან ეს ამბავი ძალიან კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლოს მასაც დაესხმებოდა თავს, ეს პარტია სჭირდება ბერკეტად, რომ რაღაც პოლიტიკურ აქტივობაში იყოს. შესაბამისად, პირდაპირ კავშირშია ამ არარაობებისა და მოღალატეების სინდიკატის გააქტიურება ფარცხალაძის საქმესთან მიმართებით. ანუ ფარცხალაძე ახლა ცდილობს, რომ რუსული ხაზების დამატებითი მიმართულება შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ვირთხების ბრძოლა ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს. ამ ვირთხების ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვირთხა დამარცხდება“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?