გია ვოლსკი - შეწყალება რეალურად მიმაჩნია - დღეს მოწოდებები რაც გაისმის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და არ უნდა მივიღოთ შეწყალება, არის იდეა, რასაც ოპონენტები ავითარებენ

შეწყალება რეალურად მიმაჩნია - საერთოდ შეწყალება, მოწყალება მარტო პოლიტიკურ თემებს არ უკავშირდება, ეს იმ სტრატეგიულ ამოცანას უკავშირდება, რომ დავუპირისპირდეთ მორალურ დივერსიას, მორალურ ტერორს, რასაც საქართველო განიცდის, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვას.

ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ „ერთი-ერთი მიმართულებაა ის, რომ სიძულვილის ტენდენციის განვითარებით საქართველოს საზოგადოებას შორის დამოკიდებულება, დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყოს“.

„რა საკვირველია, ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაკავებული არიან, მომზადებული არიან იმისთვის, რომ სწორედაც მათი დაკავება მომხდარიყო. მათი შეწყალება იმ სტრატეგიულ გეგმაში არ შედის, რომელიც ამ დაპირისპირების განვითარებას გულისხმობს.

თუკი შეწყალება ხდება, ეს მხოლოდ იმის გათვალისწინებით არ ხდება, რასაც ჰუმანიზმი ჰქვია - არა მხოლოდ ამიტომ! ჩვენს წინააღმდეგ გარკვეული გეგმა მოქმედებს. ზუსტად იგივე იყო სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს შიმშილობა არ შეეწყვიტა, ვინაიდან დაპირისპირების განვითარების იდეა იკარგებოდა, რაც ჩვენი ბედოვლათი ოპონენტების გარედან მიღებულ ინსტრუქციებშია ასახული.

დღეს მოწოდებები რაც გაისმის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და არ უნდა მივიღოთ შეწყალება, არის იდეა, რასაც ოპონენტები ავითარებენ. სპეციალურად ამზადებენ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც უკიდურესი ზომებით განზრახ უპირისპირდებიან კანონს, კანონი მოქმედებს და შემდეგ მუდმივად უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.

ამის საწინააღმდეგოა ყველაფერი, რაც შეწყალებას, მოწყალებას ეხება, თუნდაც რაღაც სინანულს, რაც ქვეყნის საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს. ამ ფასეულობების წინააღმდეგ გალაშქრება არის ჩანაფიქრი, აღსავსე პოლიტიკური მიზნებით.

სწორედ ამიტომ გააფთრებული წინააღმდეგობა ექნებათ ადამიანებს, რომლებიც რევოლუციურ კომიტეტებში არიან გაერთიანებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება