ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - თუ ომის დამნაშავე პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია, დაბომბვით აიძულოს უკრაინელები მისი ულტიმატუმები მიიღონ, ცდება

აგრესორი სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს, რუსეთი დიპლომატიის ნაცვლად ომზე, ტერორსა და ბარბაროსობაზე დებს ფსონს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს.

მისი ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი მედიკოსი, დაიღუპა და ოცზე მეტი დაშავდა. ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი ტერიტორიები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, გათბობა და წყალმომარაგება გახდა.

„ლვოვი და კიევი დღეს დილით, დნიპრო, ზაპოროჟიე, კრივი-რიჰი და სხვა რეგიონები მანამდე. თუ ომის დამნაშავე პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია დაბომბვით აიძულოს უკრაინელები მისი ულტიმატუმები მიიღონ, ცდება. ასეთი თავდასხმები ჩვენს ხალხს მხოლოდ უფრო ერთიანსა და მტკიცეს ხდის აგრესიისა და ტერორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისა და რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

„განსაკუთრებით მათ, ვინც ცოტა ხნის წინ შეშფოთებით უპასუხა „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბეს“, - აცხადებს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

„მკაცრი სანქციების ახალი რაუნდები რუსეთისთვის ტერორისა და ომის რესურსებს ჩამოსართმევად. უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტები ჩვენი ხალხის უკეთ დასაცავად და დამპყრობლების უკან დასახევად. ახალი ნაბიჯები რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს სიბიგა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება