ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენებაზე - ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს

რუსეთი აცხადებს, რომ ლვოვის ოლქის წინააღმდეგ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ე.წ. „ორეშნიკი“ გამოიყენა, ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, კიევი რუსეთის უგუნურ ქმედებებზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

„ამ სახიფათო დარტყმის დეტალების შესახებ დიპლომატიური არხებით ვაცნობებთ შეერთებულ შტატებს, ევროპელ პარტნიორებს, ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას. აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბით, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, პუტინი საკუთარი ჰალუცინაციების საპასუხოდ ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს, რაც ნამდვილად გლობალური საფრთხეა და გლობალურ რეაგირებას მოითხოვს.

„მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ გააკრიტიკონ რუსეთის ტყუილები და გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე. მოვახდენთ საერთაშორისო ქმედებების ინიცირებას - გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომას, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომას, ასევე რეაგირებას ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში“, - წერს სიბიგა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის