პროკურორი რომეო მიქაუტაძის საქმეზე - საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს, უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს - ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის

საპროცესო შეთანხმების პროცესის დასაწყებად გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს, უნდა აღიაროს დანაშაული და ზიანი აანაზღაუროს - ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს სასამართლო პროცესზე კიდევ 42 მოწმე ჰყავს გამოსაკითხი.

„ბრალდების მხარე აქტიურად აგრძელებს მტკიცებულებათა წარმოდგენას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევა და მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სრულყოფილად ჩაატარეს მოცემულ საქმეზე გამოძიება. შემდეგ პროცესზე, ბრალდების მხარე სხვა მოწმეებს წარადგენს. დღეის მდგომარეობით, დაკითხულია 72 და დარჩენილია 42 მოწმე.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ეს პროცესი რომ დაიწყოს, ამის წინაპირობა უნდა არსებობდეს, კერძოდ: ბრალდებულმა უნდა აღიაროს დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს და შესაბამისი განცხადებით მოგვმართოს. ამ ეტაპზე, არცერთი ეს წინაპირობა არ არის",- განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარეს 1 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, რომლის ჩვენებაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, რის შემდეგაც პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის