4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით ღურწკაია - პროკურორი გვეუბნება, თუ აღიარებთ, შესაძლოა საპროცესოზე დავფიქრდეთო - რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით ღურწკაია საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.

როგორც ღურცკაია აღნიშნავს, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს პროკურორი ეუბნებათ, რომ თუ დანაშაულს აღიარებენ, შესაძლოა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაფიქრდნენ.

„გამარჯობა ჩემო საქართველო და ქართველებო, უკვე ჩაიარა ახალმა წელმა. ჩემს ოჯახში კი ახალი წელი არ ყოფილა. ჩემს შვილს ნაძვის ხეც კი არ ჰქონია. როცა პატივცემული სასამართლო, კორუფციის ბრალდებით დაკავებულ "ოცნების" წევრებს საახალწლო საჩუქარს უკეთებს და ერთმანეთის მიყოლებით უშვებს სახლში, ჩვენ პროკურორი გვეუბნება, თუ აღიარებთ, შესაძლოა საპროცესოზე დავფიქრდეთო. რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა? მშვიდობის ნიშნად? 3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია. დიახ, ასეთია ჩვენი დღევანდელი ყოფა. ჩვენ ციხეში, ჩვენი ოჯახები გაუბედურებულები, სამშობლო კი ერთიანობის მოლოდინში. მომავალ წერს იმედია, ყველანი ერთად ყვავილებით ხელში სოხუმში შევხვდებით ახალ წელს. დიდება უფალს, დიდება საქართველოს, დიდება მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სულებს", - წერს წერილში ღურწკაია წერილში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ, თავისუფლებაში იმყოფებიან.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს