დედაქალაქის ბიუჯეტი 17 მლნ 169 ათასი ლარით გაიზარდა

თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 2 210 558 200 ლარით განისაზღვრება.

დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი საკრებულომ განიხილა და მხარი დაუჭირა. მანამდე 2026 წლის საბიუჯეტო ცვლილებებზე საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება, თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა.

თალაკვაძის ინფორმაციით, ცვლილებები ფინანსურ დოკუმენტში 2026 წლის 1-ელი იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით განხორციელდა. კერძოდ, იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ასევე, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში