ლევან მახაშვილი - ფაქტია, ტრამპმა რა მიზეზებიც დაასახელა ორგანიზაციების დატოვებისთვის, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც - ჩვენ არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, ეს კითხვები არსებობს

სრულად იშლება და ირღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნამდვილად არსებობს კითხვები ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

„ადამიანებს შეიძლება ერთი ორგანიზაცია მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ ფაქტია, ის მიზეზები რაც დაასახელა ტრამპმა ამ ორგანიზაციების დატოვებისთვის პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი მათგანი, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, მათ შორის, ვენეციის კომისია, სცილდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც ეს ორგანიზაციები თავის დროზე შეიქმნა. სამწუხაროდ, ესენი გადაიქცნენ ორგანიზაციებად, რასაც თავად ტრამპიც ამბობს, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალურ დღის წესრიგს, სხვადასხვა ფორმით ახალისებენ და მაგალითად, საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად ამ რადიკალებისთვის. ამიტომ საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს განცხადებები.

ჩვენ არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, ეს კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ჩვენ ვისურვებდით საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენივე ინტერესიდან გამომდინარე, რომ ეს ორგანიზაციები დაუბრუნდნენ თავიანთ ფუძემდებლურ, მთავარ მისიას, რაც იყო სამართლებრივ საფუძველზე მოსაზრებების მომზადება და დახმარება კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ მათ გააუმჯობესონ საკუთარი კანონმდებლობა და არა ის, რომ სხვადასხვა ფორმით წაახალისონ რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში,“- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის