პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი (ფუძე)“ და „მეტამფეტამინი (ფუძე)“.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინს“, „მეთადონს (ფუძე)“, „მეტანფეტამინს“ მდმა-ს, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“. ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინაარდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.

ასევე ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანაში ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა, სამართალდამცველებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია, ავტომანქანით მოახდინა თავდასხმა პოლიციელების ავტომანქანაზე და მიმალვა სცადა. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 851,74 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „დ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, ჩადენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, ჩადენილი პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეუფარდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს