საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ. შაბათის დღის მორიგი, მე-6 მარშის მონაწილეებმა ჯერ თავისუფლების მოედანს წრე დაარტყეს და ამის შემდეგ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

დღეს უწყვეტი პროტესტის 409-ე დღეა.

დემონსტრანტების უცვლელი მოთხოვნებია, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ.

მათ კიდევ ერთი მოთხოვნაც აქვთ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.