მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსახატად ქალი პოლიტიკოსები ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა არევაძემ განაცხადა, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება.

„მზია ამაღლობელი პირველი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მოაქცია. ის არის უკანონო პატიმარი და სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. მისი გაუტეხლობა ბრძოლის მაგალითია და ის ამისთვის არაერთხელ არის დაჯილდოებული იმ რეპრესიების ფარგლებში, რომელიც რეჟიმის მხრიდან მის წინააღმდეგ არის განხორციელებული. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მზია ამაღლობელის და სხვა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და რეჟიმის მხრიდან უნდა შეწყდეს ეს ტერორი“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს