მედია - ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვისთვის ახალ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად ახალ შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტ Nightfall-ის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სწრაფად შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ 200 კგ-იანი ქობინის გადატანა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე. გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ეს საკმარისია ბრძოლის ველიდან მოსკოვზე დარტყმისთვის.

გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის რაკეტების წარმოების განზრახვა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელა.

გამოცემის ცნობით, ჯონ ჰილიმ, რომლის მატარებელსაც საგანგებო გაჩერება მოუწია, განაცხადა, რომ უკრაინელებს, წინააღმდეგობის გასაწევად, უახლეს იარაღს მიაწვდიან.

„ეს იყო სერიოზული მომენტი და მკაცრი შეხსენება იმისა, თუ როგორ ესხმის უკრაინელებს დრონები და რაკეტები თავს ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე. ჩვენ ამას არ შევეგუებით და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინელებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, უახლესი იარაღი მივცეთ“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე