ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს, სიმართლეს არ შეესაბამება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფავლენიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „უახლოეს მომავალში გამოჩნდება“ და დასმულ კითხვებს თავად უპასუხებს.

„ძალიან ბევრი ჭორი მოდის თქვენგან [„იმედი“]„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მას ძალიან მალე იხილავთ და გექნებათ საშუალება მას თავად დაუსვათ კითხვები და თვითონაც იმავეს გიპასუხებთ. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, შეიძლება დღესაც“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა გუნდში ლევან სანიკიძის თავმჯდომარეობა, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ ეს ჭორია.

მისი თქმით, ჭორია ისიც, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის.

„ეს არის ჭორი, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს და თავად თავმჯდომარეც [თინა ბოკუჩავა] გაგესაუბრებათ ამის შესახებ. გამოჩნდება, არ დაგტოვებთ კომენტარის გარეშე.

ჭორებია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის. რაც შეეხება მდგომარეობას, ყველამ ვიცით, რომ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ ძალაზე და არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამიტომ არის მათ შორის ტექნიკური პრობლემები. როცა ბიზნესმენები არიან დაშინებული და აკრძალული აქვთ ოპოზიციური პარტიების დახმარება, არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება, სხვადასხვა ტიპის ზეწოლაც მიმდინარეობს და ამდენი პოლიტიკური პატიმარია - ტექნიკური პრობლემები არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, აფინანსებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ არა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეიცვლება.

მათივე ცნობით, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან სანიკიძე გახდება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს