შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს.

„თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს“, - წერს პაპუაშვილი.

აღნიშნული პოსტით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას, რომლის თქმით, ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.

„ევროკავშირი არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ. ის არასდროს ყოფილა ასეთი დასუსტებული. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი უმწეო. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი გაყოფილი“, - აღნიშნა ფიცომ.

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ქალბატონი კალასი“, - განაცხადა ფიცომ და აღნიშნა, რომ მისმა ლიდერობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ევროკავშირის უნარი, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს ან ჩამოაყალიბოს თანმიმდევრული პოზიცია მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე