დავით მათიკაშვილი - წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში - კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის“ სურვილებს

წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში - კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის“ სურვილებს და არ გახდებიან მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, როდესაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქცირების პირობებში იმყოფება.

„ეს ძალმომრეობა და ტყუილები ხომ პირველი არ არის?! ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ყველა სასამართლო პროცესი აქვს მოგებული და სასამართლო გადაწყვეტილების ფონზეც კი „დიფ სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბანკები გააკოტროს. არ აინტერესებს არაფერი, ის ფუნდამენტური საბანკო მოცემულობა, თუ პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირში არსებობს. ყველაფრის განადგურების ფონზე მაინც, რა თქმა უნდა, ცდილობს, ბატონ ბიძინაზე მოახდინოს ზეწოლა და ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს, რაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. დიდი ხანია, რაც ის არაფორმალური სანქცირების პირობებში იმყოფება. ამიტომ რა გითხრათ?! წერონ და იკითხონ დიდ ბრიტანეთში. კარგი იქნება, თუკი ცოტა ღრმა ანალიზით იქნება ეს ქვეყანა დაკავებული და ცალკეული პირები ასე ფეხქვეშ არ გაეგებიან „დიფ სთეითის" სურვილებს და არ გახდებიან მათი ნება-სურვილის აღმსრულებლები სრულიად უკანონო, უსამართლო საერთაშორისო სამართლისგან დაცლილ მოცემულობებში, სადაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ ვის მხარესაა სიმართლე," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი, ფილ ბრიკელი 8 იანვრის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერაც არ დაწესებია სანქციები, შესაძლოა არასწორ სიგნალს უგზავნიდეს სხვა კლეპტოკრატიებს მთელ მსოფლიოში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე