მარგუს ცაჰკნა - ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილე 261 რუს მებრძოლს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ესტონეთსა და შენგენის ზონაში მათი ადგილი არ არის

ესტონეთმა 261 რუს მებრძოლს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობდნენ, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ესტონეთი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთონ.

„აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობს ამ სასტიკ ომში, სჩადიოდა სისასტიკეს და ავრცელებენ ძალადობას. ესტონეთსა და შენგენის ზონაში მათი ადგილი არ არის. გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსი ყოფილი მებრძოლებისთვის კარი დახურული დარჩეს და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე