კახა კალაძე - არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ, სად და როგორ იქნება, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები

არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.

მისივე თქმით, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული.

„არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, გარედან იმართებიან, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება.

„ბრალის აღიარება რა საჭიროა? ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. მთელი თვეები მიმდინარეობდა კამპანია, რომ რევოლუციას ახდენდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას, ამ ყველაფრის შესრულებაც დაიწყეს. სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს მყისიერად, უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შესაბამისი ოპერაცია, ამ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება. გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესები“,- აღნიშნა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე