თაზო დათუნაშვილი - ნებისმიერ კონსულტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს - არ არის საუბარი არავითარ ერთობაზე

ნებისმიერ კონსულტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადმოსახედიდან, საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები არის ამ ქვეყნის სასწრაფოდ გათავისუფლება პრორუსი, პროჩინელი, პროირანელი რეჟიმისგან, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კონსულტაციები გამოვიდეს.

„ნებისმიერ კონსულტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გადმოსახედიდან, საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები არის ამ ქვეყნის სასწრაფოდ გათავისუფლება პრორუსი, პროჩინელი, პროირანელი რეჟიმისგან. ადამიანი, რომელიც დადის სატირალში იმ ხალხთან, რომელიც თავის მოქალაქეებს ხოცავს, ირანელებთან, ეს ხელისუფლება მალე უნდა მოშორდეს. შესაბამისად, „ლელო-ძლიერი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გამოვიდეს. თუ რაიმე კონსულტაციები იქნება დანარჩენ ჩვენს კოლეგებთან ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. არაფერს არ ვამბობ და არ არის საუბარი არავითარ ერთობაზე, ლაპარაკი არის ცივილიზებული ადამიანების ყველაზე დიდი მონაპოვარი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გარდა ამისა, მან ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს და აღნიშნა, რომ ის ამ ნაბიჯს მიესალმება.

„მივესალმები ამ ნაბიჯს. შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც დღევანდელი შეერთებული შტატების პოლიტიკურ კონიუნქტურაში ისე ჯდება, როგორც ჯდება. მე არ ვაპირებ, რომ ვაკრიტიკო ეს გადაწყვეტილება. ის ისეთია, როგორიც არის. ეს არის მოცემულობა. ის, რომ ევროკავშირი აპირებს, რამდენიმე მილიარდი ჩაასხას სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაში ევროკავშირსა თუ სხვა ქვეყნებში, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის საწინააღმდეგოს, რასაც ამტკიცებენ შალვა პაპუაშვილები და სხვა „ბანდეროლოგები“. ევროკავშირი არის ძლიერი, მსოფლიო ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ამასთან, იქიდან გამომდინარე ევროკავშირი რა პოლიტიკასაც აწარმოებს ახლა საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და გაძლიერებაში, ბევრად უფრო ძლიერი მოთამაშე იქნება უახლესი 5-10 წლის განმავლობაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება სწრაფად გავმხდარიყავით ამ უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორი ძლიერიც არ ყოფილა არასდროს. ეს ცალსახად უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკაა და ძალიან მალე გახდება ახალი უსაფრთხოების ქოლგა ევროკავშირი. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნები, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. საქართველოს სხვა მეტი პერსპექტივა უსაფრთხოების გარანტორად ვიდრე ევროკავშირი და შეერთებული შტატებია, რეალობაში არ ჰყავს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე