ევროსაბჭოში გერმანიის ელჩი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, ისევე როგორც სხვა უსამართლოდ დაკავებული პირები

ევროსაბჭოში გერმანიის ელჩი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, ისევე როგორც სხვა უსამართლოდ დაკავებული პირები

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქართველოში თვითნებური დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა, - ამის შესახებ ევროსაბჭოში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელი ჰაიკე ტილე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენ, ვართ რა მედიის თავისუფლების დაცვის მიმართ ერთგულები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია, ისევე როგორც სხვა უსამართლოდ დაკავებული პირები“, - წერს ელჩი.