რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

რობერტა მეცოლას განცხადებით, „საქმე ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე“.

„მაშინ, როდესაც მამაცი ირანელი ხალხი საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აგრძელებს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს“, - წერს მეცოლა X-ზე.

მისი თქმით, ევროპარლამენტი „ხელს არ შეუწყობს რეჟიმს, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების მეშვეობით აგრძელებს“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა