სალომე სამადაშვილი - კორუფციასთან ბრძოლასთან ფორმალურადაც კი არ არის კავშირში ღარიბაშვილის დაკავება - არც ის ვიცით რამდენი ფული მოიპარა, თუ მოიპარა, როგორ მოიპარა - ამას საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთანაც

კორუფციასთან ბრძოლასთან ფორმალურადაც კი არავითარ კავშირში არ არის ღარიბაშვილის დაკავება - ამას არაფერი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთანაც, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გამჭვირვალობა არ არის ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან „ჩვენ ისიც არ ვიცით, რამდენი ფული აქვს ამ ხალხს რეალურად მოპარული“.

„კორუფციის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ იქ, სადაც არის კორუფცია, არ არის ეკონომიკური ზრდა, იქ არის სიღარიბე და ა.შ. კორუფციასთან ბრძოლასთან ფორმალურადაც კი არავითარ კავშირში არ არის ღარიბაშვილის დაკავება. კორუფცია თანამდებობის ბოროტად გამოყენებაა გამდიდრების მიზნით, კორუფციულ გარიგებაში შესვლა, მე არ მინახავს მსგავსი[ბრალდება]. ჩვენ საბოლოო ჯამში არც ის ვიცით რამდენი ფული მოიპარა, თუ მოიპარა, ან როგორ და რა გზებით მოიპარა, ან რამდენადაა ადეკვატური ის სასჯელი. არაფერი ამას საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან. როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუცია ქვეყანაში არ გაქვს, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, არავის შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკოსები იქნება ეს თუ ხელისუფლების განშტოების რომელიმე კლანის წარმომადგენელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა გადაცემაში ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უხეში შეცდომები დაუშვა და დღეს არ არსებობს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, სადაც რეალურად პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

„ჩემი პირადი აზრია, რომ წარსულში ქექვები, ვინ რა თქვა და ვის რა შეეშალა, არაფრის მომცემია. საბოლოო ჯამში პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია განაცხადოს პრეტენზია, რომ მას ეკუთვნის ლიდერის როლი. მარტივი მიზეზით, როდესაც ერთადერთხელ, ისიც გაყალბებულ არჩევნებზე, გაიზომა პარტიების მხარდაჭერა, მეტ-ნაკლებად ერთნაირი მხარდაჭერა ჰქონდა სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებას.

გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს, დღეს არ არსებობს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, სადაც რეალურად პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ რაც მიგვაჩნდა სწორად და რაციონალურად, ის შევთავაზეთ ადამიანებს, მათ შორის ზეპარტიული გაერთიანებით თბილისში შერკინება ივანიშვილის რეჟიმთან. ერთი წამითაც რომ დავუშვათ, რომ თბილისს დღეს ოპოზიციონერი მერი ჰყავს, უფრო ძლიერი იქნებოდა დღეს პოლიტიკური სპექტრი თუ უფრო სუსტი? მე მგონია, რომ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი წინადადებები, მე ხომ ვერ ავყვები ვიღაცას სიგიჟეში და აბსოლუტურად განწირულ სულისკვეთებაში?! მიმაჩნია, რომ „ლელოს“ გვაქვს პრინციპული და რაციონალური მიდგომა, სხვას თუ აქვს ალტერნატიული წინადადებები, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციისთვის. ვინმემ დადო წინადადებები მაგიდაზე და ჩვენ ვთქვით, რომ ამაზე არ ვიმსჯელებთ? მაინტერესებს პოლიტიკური იდეა და თუ ვინმეს აქვს, შემოგვთავაზოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე