ირაკლი ზარქუა - „,ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას - რა მონაკო და  საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ

„ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას - რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ფეისბუქზე" წერს, რითაც ეხმაურება სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ კადრებს.

ზარქუა აღნიშნულს, მის წინააღმდეგ „შავი პიარის" მცდელობას უწოდებს.

„მოკლედ ნაც. ზონდერები და არშემდგარი რევოლუციის ავტორები (აკაცუკები და ძმანი მისნი) ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას. რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ. თბილისში! ან თუნდაც ევროპაში რომ ვყოფილიყავი და მესეირნა, ამაზე ნებართვა აკაცუკებს უნდა ვთხოვო და ნაც. ტროლებს?! მოკლედ, არ ისვენებთ და ცდილობთ, ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და ამით შავი პიარი ამიგოროთ! თუმცა ამაოდ! ასე გააგრძელეთ სიცრუეში ცხოვრება. მე კი, დამდეგ ძველით ახალ წელს მოგილოცავთ ყველას!” ,- წერს ზარქუა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება