უკრაინა-ნატო-ს საბჭომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმები და „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება განიხილა

უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორზე მასშტაბური დარტყმები, ასევე „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

„უკრაინის მოთხოვნით, გაიმართა ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის ფორმატში, რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისა და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენების საპასუხოდ. უკრაინამ ნატოელ მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმდინარე დარტყმების შესახებ. კვლავ გადაუდებელ პრიორიტეტებად რჩება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, დამატებითი რაკეტების უზრუნველყოფა, PURL ინიციატივაში წვლილის შეტანა და თავდაცვის წარმოების მხარდაჭერა“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინას იმედი აქვს, რომ მოკავშირეები გადამწყვეტად იმოქმედებენ უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა