ემანუელ მაკრონი - ვგმობ სახელმწიფო ძალადობას ირანელების წინააღმდეგ, რომლებიც მამაცურად მოითხოვენ თავიანთი უფლებების პატივისცემას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გმობს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.

„ვგმობ სახელმწიფო ძალადობას, რომელიც ბრმად ესხმის თავს ირანელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც მამაცურად მოითხოვენ თავიანთი უფლებების პატივისცემას“, - განაცხადა მაკრონმა.

მან მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა.

„ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა და ჩვენ მათ დამცველთა გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა მაკრონმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა