ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის რეჟიმმა ინტერნეტი გამორთო, რათა ჩუმად მკვლელობის და ჩაგვრის შესაძლებლობა ჰქონოდეს - ირანის ელჩს დავიბარებ

ირანის რეჟიმმა ინტერნეტი გამორთო, რათა ჩუმად მკვლელობის და ჩაგვრის შესაძლებლობა ჰქონოდეს. ეს შეუწყნარებელია, ჩვენ ირანელი ხალხის გვერდით ვდგავართ - როგორც ქალების, ასევე მამაკაცების, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის ელჩს უწყებაში დაიბარებს.

„დღეს დილით ირანის ელჩს დავიბარებ. ევროკავშირთან ერთად, ფინეთი სწავლობს ზომებს, რათა ხელი შეუწყოს ირანელი ხალხის თავისუფლების აღდგენას“,- წერს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა