პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა.

„სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა, სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა გახსნა.

ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა