ფრიდრიხ მერცი - ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს

ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ავრცელებს.

მერცი ირანის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ირანელი ხალხი დაიცვას.

„რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა არა სიძლიერის, არამედ სისუსტის ნიშანია. ეს ახლავე უნდა დასრულდეს. იმისთვის, რომ ამ გზავნილს ხაზი გავუსვათ, ევროკავშირი დამატებით სანქციებზე მუშაობს“, - წერს მერცი X-ზე.

მანამდე, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია“.

„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა