ურსულა ფონ დერ ლაიენი - ირანში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება - მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს

ირანში მსხვერპლთა მზარდი რიცხვი საშინელებაა. ცალსახად ვგმობ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და თავისუფლების უწყვეტ შეზღუდვას - რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმი უკვე დაუწესა.

„ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება. მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა