მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე - ბევრს უჭირს აღიარება, რომ ივანიშვილისთვის ბევრი რამ ჩემ გარშემო ტრიალებს

დააკვირდით, რა სასაცილო „იურიდიულ“ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ღარიბაშვილის მითვისებული 6 მილიონი დოლარის აღმოჩენის შემდეგ (ასი მაგდენი გადამალული აქვს) 5 წლით დააპატიმრეს და თქვეს, რომ ეს არაა სამოხელეო დანაშაული, ხოლო მე ქილერ ფარცხალაძის წაყენებული ბრალით არა მითვისების, არამედ ვითომ გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მომისაჯეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად მასში ხედავს კრიმინალური მმართველობის დასრულების და ამოძირკვის საფრთხეს“.

„დააკვირდით, რა სასაცილო „იურიდიულ" მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ღარიბაშვილის მითვისებული 6 მილიონი დოლარის აღმოჩენის შემდეგ (ასი მაგდენი გადამალული აქვს) 5 წლით დააპატიმრეს და თქვეს, რომ ეს არაა სამოხელეო დანაშაული, ხოლო მე ქილერ ფარცხალაძის წაყენებული ბრალით არა მითვისების, არამედ ვითომ გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მომისაჯეს. ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ღარიბაშვილის ამნისტიაში ე მანდ, შემთხვევით მეც არ მოვყვე, ესაა და ეს! რა თქმა უნდა, ბევრ „ობიექტურ დამკვირვებელს" ეს დეტალი შეუმჩნეველი დარჩება იმიტომ, რომ უჭირთ იმის აღიარება, რომ ივანიშვილისთვის ძალიან ბევრი რამე ჩემს გარშემო ტრიალებს. ის ყველაზე მეტად ჩემში ხედავს კრიმინალური მმართველობის დასრულების და ამოძირკვის საფრთხეს. ამითაცაა განპირობებული ჩემს გვერდზე ტროლ-ბოტების შემოსევა და ახალ-ახალი ბრალდებები“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს