ირაკლი კობახიძე - მაია სანდუს განცხადება ჩემთვის გასაოცარია - ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა, ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა მოლდოვისთვის

ჩემთვის გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა, ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, - შესაბამისი განცხადებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეაფასა მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადება, იმის შესახებ, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, ის რუმინეთთან გაერთიანებას „ხმას მისცემდა“.

კობახიძის თქმით, მისთვის ასეთი პოზიცია გაუგებარია და შემაშფოთებელია.

„ჩემთვის გასაოცარია ასეთი განცხადება. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა, ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. ძალიან სამწუხარო მოვლენაა მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა ჩვენთან ერთად მოიპოვა, 90-იანი წლების დასაწყისში.

დანარჩენი არის მოლდოვის საქმე, ალბათ თვითონ გაერკვევიან საკუთარ საკითხებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა