ირაკლი კობახიძე - ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან - მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რაც მოგვცემს საშუალებას, წარმატებით ვიზრუნოთ სურსათის ფასების დაწევაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე თვეში სურსათის ფასებთან დაკავშირებით ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები იგეგმება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვდებიან როგორც დისტრიბუტორებს, ისე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს და ქართველ მეწარმეებს.

„უკვე გვაქვს სამუშაო პროცესი დაგეგმილი. პარალელურად იქნება პარლამენტში დროებითი კომისია, ასევე, სამთავრობო კომისიაც არის შექმნილი. უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. ესენი არიან დისტრიბუტორები, ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები, რომელთაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. ამ შეხვედრების საფუძველზე, მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში.

თუ ვინმეს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს შედეგის მიღწევაში, რასაც ჰქვია ფასების დაწევა, ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია, ეს ეხება როგორც სამთავრობო კომისიას, ასევე, უნდა ეხებოდეს საპარლამენტო კომისიას. ვისაც აქვს საინტერესო, კონკრეტული იდეები, ყველას უნდა მოუსმინოს როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო კომისიამ“,- განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია