სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ბრძოლა გაფრთხილებაა და თუ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიული უკუსვლის ნორმალიზება შეიძლება რუსეთისთვის ფასის გარეშე, მისი განმეორება ევროპის საზღვრებში შეიძლება - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ არის ქმედებებიც

ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Global Europe ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც. რუსეთი თქვენ გცდით, როდესაც საქართველოს ცდის. და ამაზე რეაგირება უპირველეს ყოვლისა ამ ჰიბრიდული საფრთხეების ადრე ამოცნობას ნიშნავს, სანამ ძირის გამოთხრა შეუქცევადი არ გახდება. საარჩევნო სამართლიანობა, მედია პლურალიზმი და კანონის უზენაესობა უსაფრთხოების იმპერატივები ხდებიან.

საარჩევნო მანიპულაციებისა და პროპაგანდის ყველა ეს შემთხვევები შესწავლილ უნდა იქნას და პროაქტიულად მოხდეს მათი შერბილება და აღკვეთა. ეს ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ნიშნავს. არა მხოლოდ განცხადებებით, რომ ევროპა აღარ აღიარებს საქართველოს რეჟიმს, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, და რომ დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი თავის დაცვაში. ეს განცხადებებია, მაგრამ რეალობა მანდ არ არის.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ან სხვა ქვეყნებისთვის ჩვენება, რომ როდესაც დემოკრატია საფრთხეშია - არის ქმედებები და არა მხოლოდ განცხადებები. და ამაში უნდა დავინახოთ სოლიდარობა და ქმედება. საქართველოს ბრძოლა პერიფერიული არ არის ევროპის მომავლისთვის - ის გაფრთხილებაა. და თუ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიული უკუსვლის ნორმალიზება შეიძლება რუსეთისთვის რაიმე ფასის გარეშე, მაშინ მისი განმეორება შეიძლება ევროპის საზღვრებში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე