უფლებადამცველი ორგანიზაცია - ირანში სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა.

HRANA-ს წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ დაღუპულებს შორის 18 წლამდე ასაკის 12 მომიტინგეა. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოდან სულ მცირე 18 137 ადამიანი დააკავეს.

ორგანიზაციის მტკიცებით, მონაცემები ეფუძნება იმ შემთხვევებს, რომელთა იდენტიფიცირება და გადამოწმებაც შეძლეს. CNN-ი იუწყება, რომ ირანში ინტერნეტის მიმდინარე გათიშვის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა