ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პაკეტის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პაკეტის საკითხი განიხილა.

„ამერიკელ სენატორებთან, ლინდსი გრემთან და რიჩარდ ბლუმენტალთან, როგორც ყოველთვის, კარგი და კონსტრუქციული საუბარი მქონდა. მათ ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის კომბინირებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლის ყველა ფორმა გაიზარდოს.

„ჩვენ განვიხილეთ სანქციების შესახებ სენატორების კანონპროექტის ამჟამინდელი სტატუსი, რამაც შეიძლება რუსეთის პოზიციებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ლინდსი გრემისა („რესპუბლიკური პარტია“) და რიჩარდ ბლუმენტალის („დემოკრატიული პარტია“) კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

გასულ კვირას გრემმა განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა