საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღესვე, ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. ბასილი კესარიელი თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. ქრისტიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწედ ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება